19:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 13:48:24, 1027 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო - აფეთქებისას დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

„აფეთქების დროს დაშავებულ ბავშვს ყველა საჭირო კვლევა და კონსულტაცია ჩატარებული აქვს, მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ იაშვილის კლინიკაში განაცხადა.

სერგეენკო  დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

„იაშვილის კლინიკაში გუშინ შემოვიდა 6 პაციენტი, 5 დილით გაეწერა. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობას აგრძელებს ერთი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ჭრილობა და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ახლა ბავშვი სტაბილურადაა. ყველა საჭირო კონსულტაცია და კვლევა მიღებული აქვს. ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, 8 კი დაშავდა. თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics