19:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 12:33:26, 1065 ნახვა

საზოგადოება
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

 თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო,საზღარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშა უკვე დაუშვეს საქართველოს საელჩოების შენობებზე აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, სამხრეთ აფრიკაში, კატარში, ქუვეითში, ნიდერლანდებში, კორეის რესპუბლიკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ავსტრალიაში,  მექსიკაში,  საუდის არაბეთში, კვიპროსში, მოლოდოვაში, ირლანდიაში, ლატვიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, სლოვენიაში, უკრაინაში,  ავსტრიაში, ჩინეთში, ქ. ნიუ-იორკში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაეშვება.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics