17:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 12:19:18, 1025 ნახვა

საზოგადოება
ჭონქაძისა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე, თებერვლის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოების გამო, 17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე, აღნიშნულ ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

ავტომანქანებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი მიმართულებით:

•    მთაწმინდის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე გამომავალი ნაკადი იმოძრავებს ჩიტაძის ქუჩაზე;

•    ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა სრულად აიკრძალება  - ავტომანქანები იმოძრავებენ გერგეთის ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით. გერგეთის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ამაღლების ქუჩით ისარგებლებენ;

•    გ.ლორთქიფანიძის ქუჩიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ ამაღლების ქუჩის მიმართულებით;

•    ასევე, დროებით აიკრძალება ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა ჩაიკოვსკის ქუჩის გავლით;

•    გერგეთის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი კი იმოძრავებს მხოლოდ ამაღლების ქუჩით, სასურველი მიმართულებით.

აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics