|
2019-01-17 11:55:29, 596 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს წელსაც გასცემს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს 2019 წელსაც გასცემს. უწყება „სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების“ პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 300 ლარი, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის - 150 ლარია გათვალისწინებული. 2018 წლიდან პროგრამაში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებიც ჩართნენ. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა შრომის ანაზღურება 150 ლარით, ბარში დასაქმებულების კი 100 ლარით გაიზარდა. ჯამში დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს. „პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა. 2019 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარით განისაზღვრება“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)