|
2019-01-17 09:52:03, 956 ნახვა
საზოგადოება
„დიდი ტრაგედია დატრიალდა“ - კახა კალაძე აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. კახა კალაძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა. „პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. დიდი ტრაგედია დატრიალდა. იაშვილის კლინიკაში გადმოყვანილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ხვალამდე ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისი თქმით, აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. „საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა თბილისის მერმა. დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედდა გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10. ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
(NS)
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)