|
2019-01-16 18:40:35, 1480 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი ვერაზე მომხდარ ფაქტზე: გამორიცხული არ არის, ამ საქმეზე ბრალდებულების წრე გაიზარდოს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გუშინ ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი, დაჭრის ფაქტს ეხმაურება. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, გამორიცხული არაა ბრალდებულების წრე გაიზარდოს. „ამ ეტაპზე, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დაკავებულია. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ასევე 1 პირი. ბრალდებულს რაც შეეხება, ამ ეტაპზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. გამოძიებას მისგან ინფორმაცია, შესაძლო დანაშაულის დეტალებთან დაკავშირებით, არ აქვს. ამიტომ, დაველოდოთ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეზე ბრალდებულების წრე გაიზარდოს. გამოძიება გრძელდება იმისთვის, რომ მოტივი და უფრო მეტი დეტალი გაირკვეს. მე არ მინდა, რომ ზედმეტ დეტალებზე ვისაუბრო. იყო გარკვეული დაპირისპირება, შესაბამისად, როგორც კი რამე დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, გაგაგებინებთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)