02:12 - 14 May, 2026
|
2019-01-16 14:10:35, 1265 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს
„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი იყო და რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორად. „ჩვენ ორიოდე თვის წინ ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი და ეს ფაქტი სიმბოლურია: არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესული მოვლენაა და ასევე, ახალი პრეზიდენტი წარმოადგენს იმ ოჯახს, რომელიც ემიგრირებული იყო პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში“, - აღნიშნა კობახიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)