13:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-07 10:01:12, 1004 ნახვა

საზოგადოება
საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

დღეს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 2019 წლის 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები:

11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე განახლდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics