|
2019-01-03 15:35:17, 1706 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ადასტურებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება, - ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეიძლება იქიდან გამომდინარე , რომ ამაზეც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გუნდმა“,- აღნიშნა მდინარაძემ. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის საკითხს, როგორც მდინრაძემ განმარტა, ზარდიაშვილი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. „ზარდიაშვილი არის კომიტეტის წევრი. მან დაწერა განცხადება კომიტეტის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ და მე როგორც ვიცი, ის არაპირებს მომავალში ამ პოზიციაზე რაიმე პრეტენზია განაცხადაოს“,- განაცხადა მდინარაძემ.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)