|
2019-01-03 11:43:10, 1430 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე გუნდში მის ადგილზე: შევალ და ვნახავ, ჩემი ადგილი არის თუ არა
"შეკრების მთავარი მიზანი არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში შერჩეული იყოს ღირსეული ადამიანები", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს " ქართული ოცნების" ფრაქციის სხდომის დაწყების წინ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე სხვა საკითხზე აქცენტირება არასწორია. “ჩვენთვის მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები და პარლამენტის დამოკიდებულება სასამართლოსთან მიმართებაში. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს განსაზღვრული და პრინციპული. მიზანი არის ის, რომ სასამართლოში შერჩეული იყოს ღირსეული ადამიანები. ეს საკითხი დაისვა დღის წესრიგში და არაფერი სხვა ქვეტექსტი ამას არ ჰქონია. შესაბამისად, არ მგონია ახლა აქცენტების გადატანა სწორი იყოს", - აღნიშნა ფოფხაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს გუნდში. ფოფხაძემ უპასუხა, რომ აქ პრობლემას ვერ ხედავს. “შევალ და ვნახავ, ახლა ჩემი ადგილი არის თუ არა. სკამები საკმარისად არის", - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)