|
2019-01-01 15:31:17, 4689 ნახვა
სხვადასხვა
როგორ შეხვდა მსოფლიო ახალ 2019 წელს - ვიდეო უკომენტაროდ
ავსტრალიაში ახალი 2019 წელი იზეიმეს. თბილისის დროით 17:00 საათზე ტურისტები და ადგილობრივები სიდნეის ნავსადგურში შეიკრიბებნენ. დამდეგს ისინი გრანდიოზული ფეიერვერკით შეეგებნენ. თავარი ადგილი, რა თქმა უნდა, სიდნეის ოპერის თეატრია, რომელიც ზუსტად ღამის 12 საათზე საახალწლო ფოიერვერკით იფარება. აქვე ეწყობა საახალწლო ფესტივალი. ბარები და რესტორნები, მიმდებარე ტერიტორიის გარდა, საშუალო და დიდი ზომის გემებზეცაა განთავსებული. ახალი წლისთვის აქ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ჩამოდის. სამოასა და ახალ ზელანდიაში უკვე ახალი წელია. 2019 წლის შემოსვლა ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს. სანახაობა ხუთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. მასშტაბური შოუსთვის მზადება ექვსი თვით ადრე დაიწყო. ოკლენდის ცათამბჯენსა და ხიდზე 500 კილოგრამამდე პიროტექტნიკა დამონტაჟდა. ნიუ-იორკში ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე თაიმს სქვერ #1-ის შენობის თავზე, იქ სადაც ბროლის ბურთია განთასებული, საპატიო სტუმრები შეიკრიბენ. The New York Times-ის, Washington Post-ის, ჟურნალ Time-ის, ტელეარხ CBS-ის, CNN-ის, ABC-ისა და FoxNews-ის ჟურნალისტები. მათ დააჭირეს ღილაკს, რომელიც ცნობილ ბროლის ბურთი აამოძრავა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)