11:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 15:34:28, 1213 ნახვა

საზოგადოება
2018 წელს საქართველოში აივ ინფიცირების 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების   672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათვე ცნობით, შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 631 ახალი შემთხვევა.

სულ საქართველოში 7434  აივ ინფიცირებული პირია რეგისტირებული. მათ შორის 5564 – მამაკაცია, 1870 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  3969 პაციენტს განუვითარდა, 1515 გარდაიცვალა.

30 ნოემბერს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  4550 (4019  + 526 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 47 (37 + 10 (აფხაზი ბავშვი) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.9 %  (2967) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  46.4 % (3446) დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  11.2 %  (830) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.4 %  (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %  (36) - სისხლის რეციპიენტია;  0.7 %  (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2719 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 942 (აქედან ზუგდიდი - 630); შემდეგ იმერეთში 924 (ქუთაისი 451); აჭარაში 832 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (472); კახეთში (358) ქვემო ქართლში (385); შიდა ქართლში (278); გურიაში (157); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (106) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 69 - ვაჟი, 40 - გოგონა.  27 გარდაიცვალა, 3 ქვეყნიდან გავიდა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics