|
2018-12-31 12:38:12, 1655 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ
„თუ ისინი სხვა პოზიციას აირჩევენ და ასცდება ეს იმ იდეალებს, რისთვისაც ჩვენ პირველ ოქტომბერს ვიბრძოდით, გადავხედავ ჩემს პოსტს“, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესმა მმართველი გუნდისთვის დამაზიანებელი სახე არ მიიღოს. „მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას. მე ვარ შეგნებულად მოპასუხის როლში ყველა ჩემი კომენტარის დროს და არა თავდამსხმელის როლში. მე მიწევს ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი ვინც სადმე იმალება და ან ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება. თუ ეს ასე არ მოხდება და ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ მშვიდ და კომფორტულ გარემოში, თუ ისინი სხვა პოზიციას აირჩევენ და ასცდება ეს იმ იდეალებს, რისთვისაც ჩვენ პირველ ოქტომბერს ვიბრძოდით, გადავხედავ ჩემს პოსტს“, - აღნიშნა ბესელიამ. რაც შეეება, ჟურალისტის კითხვას, იბრძოლებს თუ არა ბიძინა ივიანიშვილის წინააღმდეგ, ბესელიამ უპასუხა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არასდროს წავა. არა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ, რადგან მე მგონია, ეს არის პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად ჯანსაღია და სჭირდება გუნდს, ხელისუფლებას და საზოგადოებასაც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)