|
2018-12-31 10:51:45, 1672 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია. გედევან ფოფხაძეს მეორე ტურში მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურები წარადგინა. დასახელებული იყო სამი კანდიდატურა: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. ვინაიდან, პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, გაიმართა მეორე ტური, სადაც გედევან ფოფხაძეს მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილს - კომიტეტის ორმა წევრმა. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც არჩეული იქნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იგი თავის განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. ეკა ბესელიამ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 27 დეკემბერს გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)