13:42 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-30 18:52:01, 678 ნახვა

რეგიონი
შუბანში თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი მოეწყო

შუბნის ბაგა-ბაღზე მიმდინარე სამუშაობი დასრულდა. ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგების დასრულებისთანავე 30 აღსაზრდელი შეუდგება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს.

შესრულებული სამუშაოები დღეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მოადგილე რუსუდან შვაძესთან და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა. მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, საბავშვო ლიტერატურით,სათამაშო კუთხეებით და ტექნიკით. 30 აღსაზრდელზე გათვლილ ბაღში დასაქმებულია 12 ადგილობრივი.

,,აღსანიშნავია, რომ შუახევში დღეს 10 ბაგა-ბაღია მოქმედი, მათგან ხუთი - ბოლო წლებში აშენდა. სულ დასაქმებულია 185 ადგილობრივი. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. იანვარში დაბის რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში შევა ექსპლუატაციაში, სამუშაოები მიმდინარეობს ხაბელაშვილების ბაგა-ბაღზე, რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბუთურაულის ბაგა-ბაღზეც, დაგეგმილი გვაქვს ჯაბნიძეების ბაგა-ბაღის მშენებლობა. სადაც ბავშვთა კონტიგენტი ნაკლებია იმ სოფლებში გაიხსნება ალტერნატიული ჯგუფები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მთაში მოსახლეობისთვის უფრო მეტი სერვისის შექმნის, უფრო მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics