|
2018-12-29 12:46:10, 2108 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე: კობახიძის შეხვედრა მიქაუტაძესთან აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე ირაკლი კობახიძისა და გიორგი მიქაუტაძის შეხვედრა აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა“, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კობახიძისა და მიქაუტაძის შეხვედრის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. ამასთან, ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნასაც გამოეხმაურა. „ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ კვირას ჩვენ მოვიგეთ დიდი ბრძოლა, ჩვენ ყველამ ერთად სახელმწიფოს ავარიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, ვინაიდან სასამართლო კლანს ჰქონდა სასამართლოს მიტაცების კიდევ ერთი მცდელობა. ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენს გამარჯვებასთან მიმართებაში და ამ გამარჯვებისთვის ჩვენ, ყველას გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ნებისმიერი ფორმით ამოიღო ხმა. თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება. ამ ბრძოლის ფონზე გუშინ ჩვენ ტელევიზიიდან შევიტყვეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეხვდა საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს შეხვედრა აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა. ამდენად, ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)