10:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-28 15:48:17, 1455 ნახვა

საზოგადოება
ნიჭიერი ბავშვები „თიბისისგან“ ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ

თიბისი  2019 წელს ახალი პროექტით იწყებს - კომპანიის ინიციატივით მომავალ წელს 200-მდე ნიჭიერი ახალგაზრდა ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

სტიპენდია გადაეცემათ ბავშვებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ნიჭით ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ სპორტში, თუმცა არ აქვთ ამ ნიჭის გამოვლენისათვის სათანადო მხარდაჭერა. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კერძო პირებთან მუშაობის შედეგად, რომლებსაც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, შეხება აქვთ მოზარდებთან, შეირჩა თიბისის ბენეფიციარი 200-მდე ბავშვი. პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, თბილისი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული და სხვა.

„საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ხელშეწყობა. ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის ჩვენება, მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უნდა იყოს არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრიორიტეტი,“ - განაცხადა  თიბისის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

სიახლის შესახებ მამუკა ხაზარაძემ თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ღონისძიება თიბისი გალერეაში გაიმართა, რომელზეც საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები. მათ სხვადასხვა დროს თიბისიმ უკვე აღმოუჩინა მხარდაჭერა. ამასთანავე პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებაც უკვე მიიღეს მამუკა ხაზარაძის სახელობის სტიპენდია ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერისათვის.

სტიპენდიანტების პროექტი თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ეტაპია.  26 წლის განმავლობაში თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში  110 მილიონი ლარი გაიღო და 1,000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics