10:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-28 13:17:52, 1145 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლში წინასაახალწლო მიღება გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლის ბენეფიციარებისთვის წინასაახალწლო მიღება გაიმართა.

მასში სასიცოცხლო უნარების განვითარების პროექტში ჩართული, 14-18 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ.

შემეცნებით-გასართობ პროგრამაზე ანიმატორებმა იზრუნეს. ბენეფიციარებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიების მიზანი წინასაახალწლო განწყობის შექმნა იყო. 
სასიცოცხლო უნარების განვითარების პროექტი მედიაციის სახლის ბენეფიციარებისთვის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მისი მიზანია მოზარდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სხვადასხვა სასიცოცხლო უნარების განვითარების გზით,  მათი დახმარება საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და რაციონალურად გამოყენებაში. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს მიღებული ცოდნა საკუთარი როლისა და მნიშვნელობის განსაზღვრაში, მომავლის დაგეგმვასა და ცხოვრებისეულ სირთულეების დაძლევაში ეხმარებათ. მოზარდები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ცენტრში ტრენინგ მოდული "სასიცოცხლო უნარების განვითარება მოზარდებში" ორგანიზაცია WorldVision საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული, განათლებისა და ზრუნვის სისტემების მიღმა დარჩენილი არასრულწლოვნები დაესწრნენ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრები იმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics