21:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 19:05:21, 1832 ნახვა

პოლიტიკა
მურუსიძე მოსამართლეთა სიაზე - აჟიოტაჟი სრულიად არაფრის გამო არის ატეხილი

 „ეს აჟიოტაჟი არის ატეხილი სრულიად არაფრის გამო“, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა 10 კაციანი სიის პარლამენტში წარდგენაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მურუსიძის თქმით, მოსამართლეებს შეურაცხყოფა არავინ უნდა მიაყენოს და ისინი ყველა შეკითხვას პასუხს გასცემენ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც არ ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ის მხოლოდ წარადგენს. ასევე საქართველოში არის ასეთი კატეგორიის, ჯერ პრეზიდენტი წარადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და არავის პრეტენზია არ ჰქონდა. წარადგენდა თავის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავეებს. პარლამენტის თავმჯდომარეს, ვთქვათ, აქვს უფლება, დაასახელოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. ასახელებს და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე პროცესი, თქვენ იცოდით, რის მიხედვით, შეარჩია პრეზიდენტმა კანდიდატები, როდესაც წარადგინა უზენაეს სასამართლოში. მთავარი თემა ამ სიტუაციაში არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა პოლიტიკაში არ უნდა შევიდეს. არავინ უნდა მიაყენოს მოსამართლეს შეურაცხყოფა. მოსამართლეები მზად არიან, ნებისმიერ შეკითხვას ღია სხდომებზე გასცენ პასუხი“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics