|
2018-12-27 18:51:26, 1631 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - გუნდში გარკეულ საკითხებზე უთანხმოებაა
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ და თქვენ თქვენი თვალითაც ნახეთ, რომ არის გუნდში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეკა ბესელიას მიერ დასახელებული მიზეზი გადადგომაზე გაუგებარია. „მე შემიძლია დაგიდასტუროთ და თქვენ თქვენი თვალითაც ნახეთ, რომ არის გუნდში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოება. ფაქტი არის შემდგარი, ორივე თანამდებობის პირმა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე მისმა პირველმა მოადგილემ, გააკეთეს დღეს განცხადებები, დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია თავიანთ გადადგომასთან დაკავშირებით. სუბიექტურ ფაქტორებს სიღრმეებში ნუ ჩავყვებით, ეს ინფორმაცია ხმოვანდებოდა რამდენიმე თვის წინაც და ვიდრე გადაწყვეტილება საბოლოო არ იქნებოდა, ამ ადამიანების გარეშე, ბუნებრივია, ჩვენ მათ მაგივრად პოზიციებს ვერ დავაფიქსირებდით. მე გეტყვით კონკრეტულ ფაქტს და ჩემს შეფასებასაც კი არ გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ძალიან ცხადი და ნათელი იყოს ეს ყველაფერი. გუშინ მთლიანმა გუნდმა და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი ფორსირებულ და დაჩქარებულ რეჟიმში არ განიხილებოდა და ქალბატონმა ეკამ დღეს გააკეთა ეს განცხადება, რაც გააკეთა, მე მგონი, დასკვნის გამოტანა არ არის რთული,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)