|
2018-12-27 18:29:07, 1521 ნახვა
პოლიტიკა
მურუსიძე - შეგიძლიათ დაასახელოთ ენმ-ს 20 წამყვანი ფიგურა, არავისთან შეხება არ მქონია
„შეგიძლიათ დაასახელოთ „ნაციონალური მოძრაობის“ 20 წამყვანი ფიგურა, არავისთან ნაცნობობა და შეხება არ მქონია“, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხოლოდ ორჯერ შეხვდა, ხოლო ზურაბ ადეიშვილს საერთოდ არ იცნობს. „ჩემზე საუბრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილს სულ ორჯერ შევხვედრივარ ისიც ფიცის დადების დროს, არასოდეს არ შევხვედრივარ ზურაბ ადეიშვილს, არც არასოდეს ნაცნობობა არ მქონია. შეგიძლიათ დაასახელოთ „ნაციონალური მოძრაობის“ 20 წამყვანი ფიგურა, არავისთან ნაცნობობა და შეხება არ მქონია. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩემზე ამბობენ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხომ უნდა ჰქონოდა რაღაც ურთიერთობა ლევან მურუსიძეს? ერთადერთი ვიცნობ ბეჟაშვილს, იმიტომ რომ მისი ძმა ჩემი კლასელი იყო“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)