|
2018-12-27 17:36:55, 1416 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა უწყების 2018 წლის მუშაობა შეაჯამა
„2018 წლის შეჯამება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთი წელი უსრულდება ახალ, გაერთიანებულ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით ადეკვატური ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება და გარემოსდაცვითი პრიორიტეტების კიდევ უფრო გაძლიერება, - ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრმა 2018 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შედეგია განახლებული გარემოსდაცვითი ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღება, სადაც გარემოსდაცვითი ყველა პრიორიტეტია ასახული. მისი თქმით, ეს არის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია როგორც ასოცირების ხელშეკრულებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე, ის პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყანას აქვს. მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო კანონმდებლობის დახვეწა, შესაბამისად, ახალი რეგულაციები შემუშავდა წყალთან, ნიადაგთან და ჰაერთან დაკავშირებით. ამასთან, ლევან დავითაშვილმა წარადგინა და უწყების მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მისივე თქმით, პრიორიტეტად გამოცხადდა ასევე მწვანე ეკონომიკა და სოფლის განვითარება. „შესაბამისად, ჩვენ დავგეგმეთ და 2018 წელს შევიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტები, ძირითადი საკანონმდებლო პროექტები, რომლებიც უკავშირდება ძირითად მიმართულებებს - გვაქვს ახალი კანონპროექტი წყალთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი რეგულაციები ჰაერთან და ნიადაგთან დაკავშირებით, ასევე გვაქვს ახალი კანონპროექტები ბიომრავალფეროვნების შესახებ და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ გაქვს მნიშვნელოვანი შედეგები აღსრულების ნაწილშიც. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შექმნა პირველი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ლაბორატორია, რომელიც ჰაერის, ნიადაგის, წყლის ნიმუშების უმაღლეს დონეზე შემოწმების საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჰაერის კონტროლის მიმართულებით, მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო განვითარდა, რაც აქტუალური საკითხი ყველა ჩვენგანისთვის. საქართველოში პირველად შევიძინეთ მობილური სადგური, რომლითაც ჩვენ ჰაერის მონიტორინგის საშუალება გვეძლევა; შედეგად, ჩვენ უკვე მყისიერად გვაქს ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ. მომავალი წლიდან ამოქმედდება ჰაერის მონიტორინგის პორტალი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)