21:49 - 13 May, 2026
|
2018-12-27 17:15:36, 1531 ნახვა
პოლიტიკა
ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. თუ დეპუტატები აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, მაშინ ფოფხაძე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. ფოფხაძის კანდიდატურის დასახელებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან კითხვები მოჰყვა. დეპუტატი ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება გუნდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული. ბესელიას თქმით, რეგლამენტში არ წერია, რომ მსგავსი ინიციატივა პარლამენტის კომიტეტმა გუნდის ხელმძღვანელობასთან უნდა შეათანხმოს. მანვე დასძინა, რომ ყველაფერი რეგლამენტის დაცვით ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)