|
2018-12-27 16:06:26, 3432 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასკვნით ფაზაში შედის
27 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 25,182 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 19,118 ტონა იყო. წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (16,558 ტ) და უკრაინა (5,365 ტ), ასევე სომხეთი (2,641 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ). მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 1-27 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 7,699 ტონა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 7,415 ტონას. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)