12:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-26 12:38:55, 1632 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ყაჩაღობაში ბრალდებული რ.ფ.  დამნაშავედ ცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრიკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 აპრილს განზრახი დანაშაულისთვის, მათ შორის ყაჩაღობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი რ.ფ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, საგზაო კომპანია შპს "ელისი 2015"-ის ადმინისტრაციულ შენობაში თავს დაესხა ამავე კომპანიის მენეჯერს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის  გამოყენების  მუქარით გასტაცა "მერსედეს - ბენცი"-ს მარკის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა რ.ფ. 2018 წლის 17 აპრილს ქ.თბილისში დააკავეს. ხაშურის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „გ" და მე-3-ე ნაწილის  „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისა და  ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის  გამოყენების  მუქარით, სატრანსპორტო საშუალების  წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარუდგინა. სასამართლომ რ.ფ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ხაშურის რაიონული  სასამართლომ  რ.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და    სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics