20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-26 12:15:46, 1638 ნახვა

პოლიტიკა
2018 წელს ქალაქის მთავრობამ 44 სხდომა გამართა

2018 წელს ქალაქის მთავრობამ  44 სხდომა გამართა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა კახა კალაძის განცხადებით,  მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი სამუშაო იქნება შესასრულებელი.

„საკმაოდ საინტერესო წელი იყო 2018. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. იყო გამოწვევები და პრობლემები, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსეულად ვუპასუხეთ ყველა მათგანს.  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ყველაფერი მოწესრიგებულია და  ყველა პრობლემა  მოგვარებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვექნება სამუშაო და უფრო მეტი გვექნება გასაკეთებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

.„მოსახლეობას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და  თანადგომისთვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ვიგრძნობთ. ეს დამატებით სტიმულსა და შემართებას გვაძლევს, რომ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, თბილისს და თბილისელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ერთწლიანი მუშაობისთვის მადლობა თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს გადაუხადა  და კიდევ უფრო აქტიური, ნაყოფიერი და ქალაქის განვითარების ახალ საფეხურზე გადამყვანი წელი უსურვა.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics