18:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 14:07:14, 602 ნახვა

რეგიონი
ქუთაისის მერია ახალი საახალწლო განათებების ნაცვლად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დააფინანსებს

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ერთერთ დღის ცენტრს, ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი დაუფინანსდება.

დღის ცენტრი „ღია სახლი“ ამ პროგრამაში პირველად ერთვება. დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარია.

„ქალაქის საახალწლო განათებისთვის 110 000 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან მერიამ ახალი განათებების შეძენაზე უარი თქვა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა, აღნიშნული 30 ათასი ლარი დაზოგილიყო. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დღის ცენტრისთვის ამ პროგრამაში ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მიხარია, რომ დანაზოგი თანხით ეს საქმე კეთდება“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics