06:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 13:37:49, 2207 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ პარლამენტში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე ისაუბრა

ენერგეტიკა, ლოგისტიკა, მომსახურების სექტორი, სოფლის მეურნეობა/კვების მრეწველობა, წარმოების სექტორი, ბუნებრივი რესურსების მართვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ ესენია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტული სექტორები.

გიორგი ქობულიამ ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მან  დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები, სამომავლო გეგმები და ეკონომიკური განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ქობულიას აზრით, ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული მიმართულებაა გენერაციის ობიექტების აშენება და ენერგორესურსების იმპორტის შემცირება, ასევე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაა. ლოგისტიკის მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მთავარ ამოცანად სატრანზიტო პოტენციალის ათვისებას და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას ასახელებს. ამასთან, გიორგი ქობულია ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე საუბრისას აქცენტს აკეთებს ტურიზმის და საექსპორტო სექტორების შემდგომ განვითარებაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics