12:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 10:09:56, 511 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, „მაგნოლია 2018“-ის ფარგლებში, საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დააჯილდოვეს

ბათუმში „მაგნოლია 2018“-ის ყოველწლიური ცერემონიის ფარგლებში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დააჯილდოვეს.

ცერემონიაში მონაწილეობა 27 ნომინანტმა მიიღო, მათ შორის გამოვლინდა 9 გამარჯვებული. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, კაფე-რესტორნები, ღვინის მარნები, საოჯახო სასტუმროები, ჰოსტელები, გიდები.

ცერემონია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის  დააჯილდოვა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

,, წელს გვქონდა ძალიან წარმატებული წელიწადი.  რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გვაქვს ამბიცია,  ვიყოთ ხმელთაშუა ზღვის წამყვანი ტურისტული მიმართულების კონკურენტი და სულ ახლახანს, ბათუმი Airbnb-ის 2019 წლის ყველაზე მოთხოვნად სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა. ვფიქრობ, რომ ეს არის მიღწევა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ დაუღალავი შრომით,  ჯანსაღი და სწორი ხედვებით ვითარდება რეგიონი და განსაკუთრებით ტურიზმი, რომელიც გახლავთ არამარტო აჭარის, არამედ მთლიანად ქვეყნის ლოკომოტივი.  მთელი გუნდი მუშაობს, რომ მსგავსი მიდგომით უფრო დიდი შედეგები გვქონდეს და ამ შედეგებმა პირველ რიგში სარგებელი მოუტანოს ჩვენს მოსახლეობას.

ჩვენი მიზანია აჭარა და ბათუმი გახდეს რეგიონალური ჰაბი რომელიც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ამართლებს ტურისტების მოლოდინს."- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დაჯილდოების ცერემონიას ტურიზმის სექტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია" აჭარაში 2015 წლიდან იმართება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics