20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 17:34:16, 2069 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა მრჩევლები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრჩევლები და საკუთარი გუნდის ნაწილი წარადგინა.

განცხადება მან ათონელის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა ასეთია: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი - ლაშა ჟვანია; ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - ქეთევან მახარაშვილი,  რომელსაც ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია დაევალება, ასევე დროებით პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს;  საპარლამენტო მიდვანი - დიმიტრი გაბუნია; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი - სიმონ პეტრიდისი; მრჩეველი დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში –  ნათია სულავა, სამხედრო საკითხებში მრჩეველი - აკია ბარბაქაძე, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი - ირინა შენგელია; კულტურის,  განათლებისა და მეცნიერების საკითხებში მრჩეველი - კოტე ნაცვლიშვილი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics