06:11 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 16:46:30, 1253 ნახვა

კომენტარი
ჯანეზაშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შოკირებული ვარ - ეს სია კრიტიკას ვერ უძლებს

„შოკირებული ვარ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების სიის დამტკიცებასთან დაკავშირებით ჯურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი სია კრიტიკას ვერ უძლებს.

ამასთან, ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების დასახელება პროცედურების დარღვევით განხორციელდა.

„ბოლო წუთამდე მოლოდინი მქონდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასე არ მოიქცეოდა და პროცედურების მინიმალურ სტანდარტს მაინც დააწესებდა. თუმცა ვნახეთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდა განახლებული კონსტიტუცია, ერთი კვირის თავზე საკითხი დღის წესრიგში დააყენეს. შოკირებული ვარ, რომ საბჭო არ ითვალისწინებს სხვა წევრების მოსაზრებას. მოხდა ისე, როგორც სჩვევიათ. საბჭო ასეთ ისტორიულ საკითხს მეორედ აღარ განიხილავს, რადგან პირველად მოხდა ქვეყნის ისტორიაში, რომ საბჭო წარადგენს კანდიდატებს პარლამენტში. სასაცილოა, იციან თუ არა 10-მა ადამიანმა, რომელიც სიაშია წარმოდგენილი, კანდიდატები რომ არიან”, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს, სასამართლო სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა.

„მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც ჩანს, მოგვევლინება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, გიორგი მიქაუტაძემ თავისი კანდიდატურა დააყენა და როგორც ჩანს, პრეტენზია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. სიაში შესაძლოა, რამდენიმე ღირსეული ადამიანი ნახოთ, მაგრამ მიხეილ ჩინჩალაძე არის ადმიანი, რომელმაც სასამართლო სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა თავისი გავლენებით. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს, როგორ წავა პროცესები პარლამენტში. იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ სიას“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics