12:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 14:56:59, 638 ნახვა

რეგიონი
საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასკვნით ფაზაში შედის

24 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა  23,720 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 18,250 ტონა იყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (15,240 ტ) და უკრაინა (5,283 ტ), ასევე  სომხეთი (2,578 ტ), ყაზახეთი (138), უზბეკეთი (261 ტ), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 1-23 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 6,822 ტონა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 6,739 ტონას.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს  ცხელი ხაზიც (1501).

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics