|
2018-12-24 13:33:17, 4577 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარედ ისევ თამარ ჟვანია აირჩიეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ისევ თამარ ჟვანია აირჩიეს. ცესკო-ს წევრებმა არჩევანი 3 კანდიდატს შორის გააკეთეს. ფარული კენჭისყრის შედეგად თამარ ჟვანიამ 8 ხმა მიიღო, რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს - ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას - არცერთმა. ცესკოს ორმა წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და პოლიტიკური გაერთიანებიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, ასევე არ მიუღია მონაწილეობა თამარ ჟვანიას. „დღევანდელ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აირჩია კომისიის თავმჯდომარე. თამარ ჟვანია არჩეულია 8 ხმით. კანონმდებლობის თანახმად, ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. თამარ ჟვანიას კანონმდებლობით ჰქონდა სრული უფლება მიეღო დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა, მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე რომ სხვა კანდიდატებთან ერთად ყოფილიყო თანაბარ პირობებში, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა და დღევანდელ სხდომას თავმჯდომარეობდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე“,-აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ. თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)