20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 14:08:06, 1339 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრაში ენმ მონაწილეობას არ მიიღებს

ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ მიიღებს, - ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობიდან“ ცესკოს წევრმა დავით კირთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება თამარ ჟვანიას მეორე ვადით თანამდებობაზე დატოვებს.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს თუ ვინ უნდა გახდეს ცესკო-ს თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა, არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. მე როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ფარსში არ მივიღო მონაწილეობა. როდესაც ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, ცესკო-ს არათუ რეაგირება მოუხდენია, არამედ, პირიქით, აღნიშნული გაყალბების პროცესში იყო ჩართული და შესაბამისად, ამ ადმინისტრაციის მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა დაუბრუნა ხარკი ასევე თავმჯდომარეს და წარმოადგინა უკან, რომელიც სავარაუდოდ, დღეს 14:00 საათზე იქნება არჩეული“, - განაცხადა  დავით კირთაძემ.

ფარული კენჭისყრა დღეს 14:00 საათისთვის დაიწყება. ჟვანიასთან ერთად კენჭს ასევე იყრიან ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics