21:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 18:24:15, 1699 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი გახარიას - „ჩავაგდეთ კირკიტაძე და სხვებსაც ჩავაგდებთ“ - ამ ფრაზით გაყიდეთ საკუთარი პოლიტიკური არსი

„ჩავაგდეთ კირკიტაძე და სხვებსაც ჩავაგდებთ“ - ამ ფრაზით გაყიდეთ საკუთარი პოლიტიკური არსი“, - ამ კითხვით მიმართა ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში, სადაც ის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

სამადაშვილის შეფასებით, ყველაფერი რაც შს მინისტრმა ილაპარაკა არის ფუჭი ჰაერის რხევა.

„ძალიან მოსაწყენი საყურებელი იყო, ბატონო გიორგი, ეს სპექტაკლი, რომელიც დადგით აქ, უმრავლესობის კოლეგებთან ერთად. ძალიან ეცადეთ, დიდხანს პასუხობდით შეკითხებს, რაღაცა ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირების მცდელობაც გქონდათ ოპოზიციაზე და შემდეგ, ერთი ფრაზით გაყიდეთ საკუთარი პოლიტიკური არსი და თქვენი პოლიტიკური გუნდის მსოფლმხედველობა - „ჩავაგდეთ კირკიტაძე და სხვებსაც ჩავაგდებთო“. ყველაფერი, რაც მანამდე თქვით არის ჰაერის რხევა და ახლა რასაც იტყვით, ისიც ასეთივე ფუჭი ჰაერის რხევაა. ამაში აისახება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური არსი და როგორც გაფუჭებული საათი, დღეში ერთხელ აჩვენებს ნამდვილ დროს, აი, სწორედ ასე, ამ ერთ ფრაზაში თქვენ დღეს ქართულ საზოგადოებას უთხარით სიმართლე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics