18:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 17:48:39, 1029 ნახვა

რეგიონი
კურორტ „გოდერძი“-ზე ზამთრის სეზონი 28 დეკემბერს გაიხსნება

კურორტ „გოდერძი“-ზე 2018-19 წლის ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება.

სეზონის გახსნისთანავე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო და მოეწყობა სათხილამურო ტრასები.როგორც ცნობილია გოდერძიზე გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო მუშაობს და ის 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ემსახურება.

კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია ერთი რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის.

რაც შეეხება განთავსებას ამ ეტაპზე კურორტზე 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯი და ერთი სასტუმროა. ერთი კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი. ასევე, გაიხსნა ახალი განთავსების ადგილი სასტუმრო „დავითი“,  რომელშიც 13 ნომერია და 40 ადამიანი თავსდება. კიდევ ერთი სასტუმრო კურორტიდან 5 კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. 10 ნომრიანი სასტუმრო 30 ადამიანზეა გათვლილი და მას სპეციალური სამგზავრო თოვლმავალი ემსახურება. ყოველდღე თოვლმავალს დამსვენებლები კურორტზე, საბაგიროს სადგურამდე მოჰყავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics