|
2018-12-21 16:26:43, 1407 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე გახარიას: როგორ მივიდეს მოქალაქე მართლწესრიგის ოფიცერთან, როდესაც იცის, რომ კრიმინალი თქვენთან არის ალიანსში
„როგორ მივიდეს მოქალაქე მართლწესრიგის ოფიცერთან, როდესაც იცის, რომ კრიმინალური ავტორიტეტი თქვენთან არის ალიანსში“, - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას რომელიც პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. როგორც კახიძემ აღნიშნა, დანაშაულის ზრდა, ქვეყნის მასშტაბით, 60%-ით არის გაზრდილი. „პარლამენტარებს, ჩვენს სამუშაო მაგიდებზე დაგვხვდა თქვენი სისტემური განახლების ბუკლეტი, საკმაოდ საინტერესო, უბრალოდ აქ არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. თქვენ გამოსვლაშიც არ საუბრობთ იმ ძალიან საგანგაშო, ძალიან შემაშფოთებელ ვითარებაზე, რომელიც გვაქვს კრიმინოგენული თვალსაზრისით. ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც ნამდვილად ქვეყნდება და მე ამას მივესალმები და ვაფასებ, მაგრამ ამ სტატისტიკის მიხედვით დანაშაულის ზრდა გვაქვს 60%-იანი ქვეყნის მასშტაბით, ამავე დროს აღსანიშნავია, განსაკუთრებით საგანგაშო 122%-იანი ზრდა დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ და 79%-იანი ზრდა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, მათ შორის, ქურდობა 90%-იანი ზრდით. ბატონო გიორგი, როდესაც ასეთი შემაშფოთებელი კრიმინოგენული ვითარება გვაქვს, რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ თქვენ, „ქართულ ოცნებას“ , როგორც პოლიტიკურ გუნდს არჩევნების ადმინისტრირებაში გვერდით გყავთ კრიმინალური ავტორიტეტები და „მოძველბიჭო ქუჩის ელემენტები“, როდესაც ისინი შეავიწროვებენ კანონმორჩილ მოქალაქეებს, გამოსძალავენ ფულს, გაძარცვავენ, გაქურდავენ ან სხვაგვარად ჩაიდენენ დანაშაულს, როგორ უნდა მივიდეს თქვენს მიერ ნახსენებ მართლწესრიგის ოფიცერთან მოქალაქე, როდესაც იცის, რომ კრიმინალური ავტორიტეტი თქვენთან იმყოფება ალიანსში“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)