11:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 13:46:15, 1423 ნახვა

სამართალი
ველისციხის ინციდენტში მონაწილე ენმ-ის წევრს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ველისციხის ინციდენტში მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ვალერი მუსაევს გირაო შეეფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მუსაევი საპატიმროს თანხის გადახდისთანავე დატოვებს.

ცნობისთვის, წინა სასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.  

გამოძიება ბრალდებულს პილიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას ედავება. ის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, დავით კირკიტაძესთან ერთად 17 დეკემბერს დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ველისციხის ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics