07:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 16:17:41, 906 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ ინოვაციური QR გადახდების შემდეგ QR განვადებას ნერგავს

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს სრულიად ახალ, მარტივ და სწრაფ მეთოდს - QR განვადებას სთავაზობს.

QR განვადება „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის განვადების ქსელში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციებიდან სასურველი ნივთი მარტივად, QR კოდის დასკანერებით შეიძინოს. მომხმარებელმა მობილბანკის აპლიკაციით მხოლოდ უნდა დაასკანეროს მაღაზიაში არსებული QR კოდი, გადახდის დადასტურებისას აირჩიოს განვადების Option და შეიძინოს სასურველი ნივთი. საკუთარი სურვილისამებრ კი გადაანაწილოს გადასახდელი თანხა რამდენიმე თვეზე.

QR განვადებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს საქართველოს ბანკის მობილ ბანკის აპლიკაცია და ფლობს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express). მომხმარებელს QR განვადების ფუნქციონალი (ნიშანი) მობილბანკის აპლიკაციაში ეტაპობრივად გამოუჩნდება აპლიკაციის განახლებისთანავე. 

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკმა“ ცოტა ხნის წინ სრულიად ახალი გადახდის სისტემა - QR PAY დანერგა. QR PAY წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება, სწორედ იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, სადაც აქამდე მხოლოდ ნაღდი თანხით იყო შესაძლებელი გადახდა. ახლა კი QR PAY-ის სწრაფი სისტემით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გადაიხადოს როგორც საკუთარი თანხით, აგრეთვე ისარგებლობს QR განვადებით.

ამასთან, ინოვაციური გადახდის სისტემის დანერგვა მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ გადახდის ტერმინალის ალტერნატიული სერვისი უნაღდო ანგარიშსწორებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მცირე  მეწარმეებისთვის QR PAY-ის გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში, სრულიად უფასოა. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ QR PAY-ის მხარდაჭერის სამსახურს: 032 444 490, ან მიმართოთ „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ სერვისცენტრს.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics