20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 12:55:53, 1417 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს დღეს, NGO-ებთან კონსულტაციის შემდეგ წარადგენს

პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამმ განაცხადა. 

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სწორედ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციას დასამტკიცებლად წარუდგენს.

„პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა და მან უნდა გაიაროს კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან. წინა პარასკევს იქნა ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგები გამოცხადებული. ჩვენ ხვალამდე გვაქვს ბოლო ვადა. ბუნებრივია,  ხვალ ჩვენ წარვადგენთ სამ კანდიდატს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანონით დადგენილი წესით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დღეს შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათთან გაივლის კონსულტაციებს და იქნება წარდგენილი სამი კანდიდატურა", - აღნიშნა გაბუნიამ.

რაც შეეხება თამარ ჟვანიას გაბუნიასთვის უცნობია, დაასახელებს თუ არა პრეზიდენტი მას ერთ-ერთ კანდიდატად. 

„პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს იქნება თუ არა თამარ ჟვანია. მე პირადად თამარ ჟვანიასთან მიმართებაში არანაირი პრეტენზია არ მაქვს", -განაცხადა გაბუნიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics