20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 12:51:52, 1482 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა, ამას სჭირდებოდა პასუხი

 „არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფა სხვადასხვა ფორმით გახდეს ყოველდღიურობა,  ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი იქნა გაცემული კანონის ფარგლებში“, -ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს განვითარებულ მოვლენებს და გაერთიანებული ოპოზოციის ერთ-ერთი ლიდერისა და მათი მხარდამჭერების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, „დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა“.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფა სხვადასხვა ფორმით გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ერთგვარად ამ ბოლო პერიოდში. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი იქნა გაცემული კანონის ფარგლებში. ასე უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხი. შეთავაზებული იყო ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა, რომელსაც სჭირდებოდა 20 წუთით მეტი, მაგრამ იმ დღეს ოპოზიციას თვითმიზანი ჰქონდა მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს და ამას სჭირდება პასუხი ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics