02:21 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 16:16:52, 2078 ნახვა

ეკონომიკა
მიქაბაძე - თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტს ხელს უწყობს

2018 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 19.6  პროცენტით გაიზარდა და 283.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით.

„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას განაპირობებს. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას“,  -ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა და 2 735.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 24.0 პროცენტით გაიზარდა და 3 033.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 16.8 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს და 8 291.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 18.6 პროცენტით გაიზარდა და 11 324.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში  5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა  და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  2.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics