20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 15:58:23, 1548 ნახვა

პოლიტიკა
გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციას მართავს

„დღეს თუ ვინმე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, ეს დავით კრიკიტაძე კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს იმ პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორი, ბატონი გიორგი გახარია“, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გურჯაანის სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

უდუმაშვილის თქმით, ველისციხეში მომხდარ ინციდენტებზე სრული პასუხისმგებლობა შს მინისტრს ეკისრება.

„გახარიამ დაგეგმა პროვოკაცია აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და ჩახერგა ველისციხეში გზა და ის არის ამ დღის მთავარი ორგანიზატორი და მთავარი პროვოკატორი.იმ სასამართლოსი, რომელიც დღეს არის ქცეული პირად ნოტარიუსად ივანიშვილის, ჩვენ პოზიტიური განწყობები და იმედი არ გვაქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო იმედი გვაქვს მოსამართლის პირადი გადაწყვეტილების, რამდენად ვაჟკაცი იქნება მოსამართლე და რამდენად შეძლებს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

პროკურატურამ დავით კირკიტაძეს ბრალი უკვე წარუდგინა.

ბრალის წარდგენის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, გურჯაანის სასამართლოსთან ელოდებიან დავით კირკიტაძის თანაგუნდელები. გაერთიანებული ოპოზიცია, სასამართლო პროცესის პარალელურად, საპროტესტო აქციას მართავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics