06:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 16:31:04, 362 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: სამუშაო ფრონტი იმდენად დიდია, რომ, შესაძლოა დეფიციტის განცდა იქმნებოდეს

 „სამუშაო ფრონტი იმდენად დიდია, რომ მისი გაფანტულობა იწვევს დეფიციტის  ერთგვარ განცდას“,-ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხისას განუცხდა, რომ წყნეთი ბეთანიის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. 
მისივე თქმით, სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. 
„ჩემი მოადგილე იმყოფება იქ  კრიზისების საბჭოს წარმომადგენლებთან  და ჩვენს გეოლოგებთან ერთად. ჩვენ ვამბობდით, რომ 20 მეწყრული კერა იყო სხვადასხვა მიმართულებით. ერთი იყო ყველაზე დიდი ახლდაბის მიმართულებით და ეს იყო წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე. აქ პროცესები ანალოგიურად ითხოვს ჩვენგან გარკვეულ აქტივობებს და  სამუშაო ფრონტი იმდენად დიდია, რომ მისი გაფანტულობა იწვევს დეფიციტის  ერთგვარ განცდას  და  მაგრამ ადამიანები მუშაობენ, გეგმები კეთდება, ტრანსპორტი მობილიზებულია“,-განაცხადა აგულაშვილმა. 
მან ასევე მოსახლეობას მოუწოდა, რომ ავტომანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. 
აგულაშვილის  განცხადებით, ამ ეტაპზე არსებობს ადამიანური და ფინანსური  რესურსი შესაბამისი სამუშაოების საწარმოებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics