11:46 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 12:44:09, 1355 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი ველისციხის ინციდენტზე: ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა

 „დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ველისციხეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და დაისჯება ყველა პირი, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება.

 „დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს.  სისხლის სამართლის წესით ბატონი კირკიტაძე დაკავებულია. მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელიც თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას დაკავებულია. დაკავებულია ასევე ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმისთვის ორი პირი. საზოგადოებამ კარგად იხილა ბატონი კირკიტაძის ქმედებები, ახლა ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს შეიძლება ამ ლოგიკით დავუდოთ პოლიტიკური სარჩული. სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზოცია აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics