|
2018-12-17 18:40:28, 7305 ნახვა
High - Tech
„დაემგზავრე ტექნოლოგიებს“ - ტექნობასის ახალი იდეა
„დაემგზავრე ტექნოლოგიებს“ - ეს „ტექნობასის“ახალი იდეაა, რომელიც მთელს საქართველოში მოგზაურობს. ტექნობასი ბრენდირებული ავტობუსია, რომელსაც სტარტაპერები ქირაობენ იმისთვის, რომ რეგიონებში იარონ და ინტერაქტიური პრეზენტაციებისა და თამაშების გზით სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი გაუჩინონ. პროექტის ავტორი სტარტაპ კომპანია "ლინგვინგია", რომელმაც იდეა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით განახორციელა. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება ამ ერთიან ეკოსისტემაში მონაწილეობის მისაღებად. სწორედ აღნიშნულს წარმოადგენს ტექნოლოგიების ავტობუსი, რომელიც მოივლის მთელ საქართველოს ჩავა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში და შეხვდება სკოლის მოსწავლეებს, რათა მათთვის მოხდეს იმ ახალი შესაძლებლობების გაცნობა", - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ. ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიებზე ინფორმაციის გავრცელება, ასევე მნისვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ჰქონდეთ. ამიტომ ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და ცოდნას. გამოხმაურება ამ პროექტს ძალიან კარგი აქვს", - აღნიშნა სტარტაპ კომპანია "ლინგვინგის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ველიაშვილმა.
სამომავლოდ პროექტის ორგანიზატორები რეისების დამატებასა და ლოკაციების გაფართოებასაც გეგმავენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|







epn.ge (@expressnews.ge)