04:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 16:14:10, 1218 ნახვა

კომენტარი
კალაძე: იმ სახელმწიფოს დედა ვატირე ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს, გადატრიალდნენ საკუთარ საწოლებში

"იმ სახელმწიფოს დედა ვატირე გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს, გადატრიალდნენ საკუთარ ოჯახში და საწოლებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

თბილისის მერი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ, საპროტესტო აქციების დაანონსებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიაა". 

„სასაცილოა, მათი განცხადებები. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ისინი გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი დესტრუქციული ქმედებები სიახლე არ არის საზოგადოებისთვის, ჩვენ  მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით და ვისმენთ, რომ სურვილი აქვთ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება საუბრობდნენ დამხობაზე, ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი დაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება თავიანთ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა", - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics