18:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 15:47:12, 1186 ნახვა

პოლიტიკა
„გამჭვირვალობა“ პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მთავარ პროკურატურას მოუწოდებს სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, - ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი. 

გარდა ამისა, "გამჭვირვალობაში" მიიჩნევენ, რომ გამოძებამ უნდა დაადგინოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ნაჩვენები ჩანაწერების ავთენტურობა. ორგანიზაცია ასევე მიმართავს ცესკოს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ მიიღონ სათანადო დისციპლინარული ზომები ჩანაწერებში ნაჩვენები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ.

„15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერით გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ვიდეო ჩანაწერები, თუ როგორ აყალბებდნენ ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებს სხვადასხვა გზით. არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით, შესაძლებელია იმ ადამიანთა იდენტიფიცირება, რომლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics