|
2018-12-17 15:44:37, 854 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს. იგი სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა. ლევან კარანაძე 2018 წლის მარტიდან დღემდე სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო 2013 წლიდან დირექტორის მოადგილე იყო. 2016-18 წლებში იყო EUROCONTROL-ის მეკავშირე ოფიცერი საქართველოდან. 2011-2013 წლებში კარანაძე სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. პარალელურად იყო საავიაციო ინგლისური ენის დონის გამომცდელი თბილისის საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრში (TIATC). სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე, ლევან კარანაძე მუშაობდა ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2008-2011 წლებში, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურედ შპს "საქაერონავიგაციაში". ლევან კარანაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის სპეციალობით, იყო კომპანია „Boeing"-ის სტიპენდიანტი და მიღებული აქვს მაგისტრის წოდება ამავე მიმართულებით. კარანაძეს ასევე გავლილი აქვს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო კურსი და დღემდე ინარჩუნებს ავიამეთვალყურის მოწმობას. იგი იყო ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის - "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" და ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) პროექტის -"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის შესახებ" ლიდერი საქართველოში. ფლობს ICAO-ს ინგლისურის მე-5 დონის სერტიფიკატს. დამატებითი ინფორმაცია: http://www.gcaa.ge/geo/gcaadirector.php
(NS)
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)