04:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 17:33:46, 1227 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობაზე: შსს პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შესთავაზა აქ ჩამოსვლა შემოვლითი გზით, ამას სჭირდებოდა, დამატებით, დაახლოებით, 20 წუთი, თუმცა, ამის მაგივრად, მათ 2 საათი მოანდომეს პოლიციასთან დაპირისპირებას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის პროვოკაცია, თუმცა, მას შინაგან საქმეთა სამინისტრო სათანადოდ პასუხობს.

„ეს არის მარტივი პროვოკაცია, ამაზე გუშინაც ვსაუბრობდით და დღეს დილითაც, ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ ვიცით „ნაცმოძრაობის" ხელწერა და მათი სტილი. მარტივად, პოლიციამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შესთავაზა აქ ჩამოსვლა შემოვლითი გზით, ამას სჭირდებოდა, დამატებით, დაახლოებით, 20 წუთი, თუმცა, ამის მაგივრად, მათ 2 საათი მოანდომეს პოლიციასთან დაპირისპირებას. ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ  პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს და მე მინდა, თითეულ მათგანს, პოლიციელს, გადავუხადო მადლობა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახალხო დამცველი არ იყო ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინიტრომ შესთავაზა აქციის მონაწილეებს ალტერნატიული მარშრუტი და ალბათ, ქალბატონი ნინო ლომჯარია არ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ 20 წუთი სჭირდებოდა დამატებით, ალტერნატიული მარშრუტით თელავში ჩასვლას. ინფორმაცია რომ ჰქონოდა, ალბათ, ქალბატონი ნინო ამ განცხადებას არ გააკეთებდა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics